Belive

,,საოცარი ფეხბურთელია, მაგრამ საშინლად ვარჯიშობს'' - მოურინიო აზარზე

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
,,რომას'' მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, ბელგიის ეროვნული ნაკრებისა და ,,რეალ მადრიდის'' შემტევზე - ედენ აზარზე ისაუბრა:
,,სიმართლე აზარის შესახებ არის ის, რასაც ხედავთ, ედენი საოცარი ფეხბურთელია, მაგრამ საშინლად ვარჯიშობს. წარმოიდგინეთ, როგორი მოთამაშე გახდებოდა, ვარჯიშების მიმართ პროფესიონალურად რომ იყოს განწყობილი. აზარი შესანიშნავი პიროვნებაა, ნამდვილი ოჯახის კაცი. ის ფეხბურთელთა ამ თაობას არ ჰგავს, ოჯახზე, ბავშვებსა და მშობლებზეა ბოლომდე კონცენტრირებული და მშვიდი ცხოვრებით ცხოვრობს. თუმცა, ვარჯიშზე ყოველ დილით მიდის და საკმარისად ბევრს არ მუშაობს. როცა მოედანზე გადის, თქვენ არ ხედავთ გასული კვირის ვარჯიშის შედეგს, ხედავთ მისი ნიჭის დემონსტრირებას. მისი ,,რეალში'' გადასვლისას, გავიფიქრე: ,,ვაუ, ეს ბიჭი მსოფლიოს საუკეთესო გუნდში მიდის და ყოველთვის იქნება ზეწოლის ქვეშ, რომ მოწოდების სიმაღლეზე იყოს. ,,ოქროს ბურთს'' მოიგებს, რადგან საოცარი ფეხბურთელია.'' მაგრამ, მისი ფიზიკური კონდიციებისა და სისწრაფის გათვალისწინებით, ის უკეთესი მოთამაშე უნდა ყოფილიყო. რასაც ხედავთ, ეს მხოლოდ ნიჭია,'' - განაცხადა მოურინიომ.
ედენ აზარმა გასულ სეზონში ,,რეალ მადრიდის'' მაისურით ჩატარებულ 21 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სხვა სტატიები