Belive

საოცარი სახლი, რომელიც კრიშტიანუმ კარანტინისთვის იქირავა

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
კრიშტიანუ რონალდუ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია. მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების გამო, პორტუგალიელ ვარსკვლავს მადეირაზე კარანტინში ყოფნა უწევს. ამასთან დაკავშირებით რონალდუმ იქირავა საოცარი სილამაზის სახლი, რომელშიც კვირაში ერთხელ 3500 ევროს იხდის. ეს არის საოცარი სახლი, რომელიც იმყოფება ატლანტის ოკეანის სანაპიროზე. რონალდუ იქ თავის ოჯახთან ერთად ცხოვრობს. სახლი შედგება 6 საძინებელი ოთახისგან.
გულშემატკივარს ალბათ დააინტერესებს თუ რატომ მოუწია "იუვენტუსის" ფეხბურთელს სახლის ქირაობა. კორონავირუსის გამო, მადეირაში მდებარე რონალდუს სახლის ტერიტორია ჩაკეტილია და ხალხს არ უშვებენ. სწორედ ამიტომ პორტუგალიელი იძულებული გახდა მოეძებნა სხვა აპარტამენტები.
საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ტურინის "იუვენტუსმა" მოთამაშეებს გამოუცხადა, რომ ისინი მალე უნდა დაბრუნდნენ ქვეყანაში და გაიარონ 14 დღიანი საკარანტინო პერიოდი, რათა მალე დაუბრუნდნენ ვარჯიშს. საინტერესოა რას გადაწყვეტს რონალდუ. კრიშტიანუს სახლს ასევე აქვს დიდი აუზი, რომელიც მდებარეობს ბაღში, პალმის ხეებით გარშემო. აუზიდან რამდენიმე მეტრში, შესაძლებელია პირდაპირ ატლანტის ოკეანეს სანაპიროზე გასვლა. ბაღიდან სანაპირომდე საოცარი ხედი იშლება. სახლში არის გასართობი ოთახი, სადაც პორტუგალიელს ბილიარდის თამაში შეუძლია.
სამზარეულო აღჭურვილია აბსოლიტურად ყველანაირი ტექნიკით.
ამ საოცარი აპარტამენტის გარშემო არის ბილიკი, სადაც რონალდუ ვარჯიშობს და მისი ოჯახი სასეირნოდ დადის.
ჯორჯიანა როდრიგესმა, თავის ინსტაგრამ გვერდზე განათავსა ვიდეო, სადაც შეგიძლიათ იხილოთ, თუ როგორ ვარჯიშობენ ის და რონალდუ.
შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელი ვარსკვლავი ამ საოცარ სახლში, კვირაში ერთხელ, 3500 ევროს იხდის.

სხვა სტატიები