Belive

კლოპი: "საპასუხო მატჩი ჩემპიონთა ლიგისთვის შესაფერის სტადიონზე გაიმართება"

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ მატჩში, მადრიდის "რეალმა" "ლივერპულს" უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით 3:1 დაამარცხა. თამაშის დასრულების შემდეგ, "მერსიდაიდელების" მთავარმა მწვრთნელმა კომენტარი გააკეთა და არასასურველი შედეგის ერთ-ერთ მიზეზად სტადიონის ფაქტორი დაასახელა.
სტადიონის ფაქტორიდან გამომდინარე, დღევანდელი საღამო ძალიან უცნაური და განსხვავებული იყო. ენფილდი ასეთი თამაშისთვის შესაფერისი სტადიონია, რაც ჩვენზე კარგად აისახება", - აღნიშნა კლოპმა.
"რეალი" Vs. "ლივერპული" ალფრედო დი სტეფანოს სახელობის სტადიონზე გაიმართა, სადაც, ჩვეულებისამებრ, მადრიდული გრანდის ახალგაზრდული გუნდი თამაშობს. თუმცა იქედან გამომდინარე, რომ "ბერნაბეუს" რეკონსტრუქცია უტარდება, "რეალი" სასინაო მატჩებს აღნიშნულ სტადიონზე ატარებს. თამაშში ნათლად გამოჩნდა, რომ პრემიერ ლიგის მოქმედი ჩემპიონისთვის ეს სეზონი, პრაქტიკულად, დასრულებულია - გუნდს ინგლისის ჩემპიონატის მოგების თეორიული შანსიც არ აქვს, ჩემპიონთა ლიგის მეოთხეფინალურ მატჩში კი, "რეალმა" "ლივერპულს" ყველა კომპონენტში აჯობა და რთულია იმისი თქმა, რომ საპასუხო თამაშში რაიმე შეიცვლება. მეორე მხრივ, "ლივეპულის" ხასიათი ყველასთვის კარგადაა ცნობილი: არავინ იცის, თუ რა შეიძლება მოხდეს "ენფილდზე", თუმცა აქ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია: გულშემატკივრებით სავსე "ენფილდი" სულ სხვა სამყაროა, კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე კი, სტადიონი ცარიელი იქნება.
"ზოგადად, ქამბექი ჩვენი სტილია, ლივერპულს ეს ბევრჯერ გაუკეთებია. თუმცა ბარსელონასთან ქამბექში, გუნდის წარმატებაში 80%-იანი წვლილი სწორედ სტადიონზე შექმნილ ატმოსფეროს მიუძღოდა. ამიტომ ვერ შეგპირდებით რომ რაიმეს შევძლებთ, მაგრამ ჩვენს მაქსიმუმს აუცილებლად გავიღებთ", - დაამატა კლოპმა.

იხილეთ მიმოხილვა: რეალი 3:1 ლივერპული

 

სხვა სტატიები