საფეხბურთო ასოციაციამ სადიო მანეს თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო

ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ “ლივერპულის” სენეგალელი ვარსკვლავის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო. “ლივერპული” “არსენალის” დაპირისპირების დროს, სადიო მანესა და სტეფან ლიხშტაინერს შორის მომხდარი ინციდენტი სოციალურ ქსელებში ვირუსივით გავრცელდა.

საფეხბურთო ასოციაციამ სადიო მანეს თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო 1

სწორედ აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით იმსჯელა ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის სადისციპლინო კომიტეტმა. გავრცელებული ინფორმაციით, საფეხბურთო ასოციაციამ სადიო მანე გაამართლა და იგი არ დაისჯება. ინგლისის პრემიერლიგის 21-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში, “მანჩესტერ სიტი” “ლივერპულს” უმასპინძლებს – სადიო მანე კი მერსისაიდელთა ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა.

(291)

საფეხბურთო ასოციაციამ სადიო მანეს თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო

სტატიის ავტორი
-