Belive

საფეხბურთო კლუბ საბურთალოს ღირსეული საქციელი

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს მოქმედი ჩემპიონი "ტორპედოსთან" დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. "საბურთალოს" ოფიციალურ ვებგვერდზე შემდეგი განცხადება გამოქვეყნდა: "გვინდა გამოვეხმაუროთ ბოლო პერიოდში ქუთაისის “ტორპედოს” ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. უპირველესად, გამოვხატავთ უდიდეს პატივისცემასა და თანადგომას  კლუბისა და მისი განსაკუთრებული გულშემატკივრების წინაშე. “ტორპედოს” მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ქართული ფეხბურთის ისტორიაში და ამ ისტორიას სათანადო გაგრძელება სჭირდება. კლუბის ბოლო დროინდელმა წარმატებამ, ფეხბურთის ქომაგებს ჩაუსახა იმედი და რაც მთავარია, საგრძნობლად გაზარდა კონკურენცია ეროვნულ ჩემპიონატში. ს.კ. “საბურთალო” ყოველთვის იცავდა და დაიცავს სამართლიანი თამაშის წესებს. ასევე, ხელს შეუწყობს ჯანსაღი კონკურენციის გაზრდას კლუბებს შორის. სწორედ, ამიტომ მიგვაჩნია, რომ ნაცვლად “ტორპედოს” შესუსტებისა, ყველა კლუბმა უნდა ვიზრუნოთ ძლიერი “ტორპედოს” შესანარჩუნებლად, რაც ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის და წინსვლისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია. მით უფრო, რომ უახლოეს პერიოდში კლუბს მოუწევს ჩვენი ქვეყნის ღირსების დაცვა ევროპულ სარბიელზე. “საბურთალო” მზაობას გამოთქვამს, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან, ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდთან და კლუბებთან ერთად იმსჯელოს და გამონახოს საშუალება “ტორპედოს” დასახმარებლად."

სხვა სტატიები