Belive

საფრანგეთი ავსტრიის წინააღმდეგ A დივიზიონში დარჩენისთვის იბრძოლებს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

დღეს 22:45 საათზე ევროპის ერთა ლიგის შეხვედრები გაიმართება. ბევრ საინტერესო მატჩთან ერთად, წინ გველის ავსტრიისა და მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის საფრანგეთის დაპირისპირება.

ყველასაგან მოულოდნელად "ლურჯებმა" ჯგუფის 4 შეხვედრაში მხოლოდ 2 ქულის აღება მოახერხეს. აქედან გამომდინარე, ფრანგებმა დაკარგეს ერთა ლიგის ჩემპიონობის შანსი და ახლა A დივიზიონში დასარჩენად იბრძვიან.

დიდიე დეშამის გაწვრთნილ გუნდს საშინაო კედლებში ჯერ კიდევ არ მოუგია. დანიასთან და ხორვატიასთან წაგების შემდეგ, კილიან მბაპეს გოლით, ავსტრიასთან შეხვედრა ფრანგებმა გადაარჩინეს და ვენადან ერთი ქულა წამოიღეს.

თავის მხრივ, რალფ რანგნიკის გუნდსაც სჭირდება გამარჯვება. ავსტრიელები ჯგუფში მესამე აგილზე 4 ქულით იმყოფებიან. რაც შეეხებათ, ჯგუფის დანარჩენ წევრებს. მეორე ადგილს მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ხორვატია იკავებს 7 ქულით, პირველზე კი დანიაა, რომელსაც ცხრა ქულა აქვს. აღსანიშნავია, რომ დღეს ხორვატია და დანიაც დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

სხვა სტატიები