Belive

საფრანგეთის ჩემპიონატის განახლების ახალი ვარიანტი

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ფრანგული სპორტული გამოცემა L’Equipe ლიგა 1-ის სეზონის განახლების შესაძლო ვარიანტებს განიხილავს. ყველაზე რეალურ ვერსიად ივნისის თვე, კონკრეტულად კი 3 ან 17 ივნისის თარიღი სახელდება. იმ შემთხვევაში, თუ საფრანგეთის ჩემპიონატი 17 ივნისს განახლდება, გუნდები ყოველ სამ დღეში ერთხელ ითამაშებენ და გათამაშება 25 ივლისს დასრულდება ამის შემდეგ რამდენიმე დღე ლიგა 1-ში ამოსასვლელ და გასავარდნ ფლეი-ოფებს დაეთმობა, რაც საბოლოოდ ორ აგვისტოს დასრულდება. რაც შეეხება სათასო ბატალიებს, ქვეყნის თასის ფინალი "პსჟ-სა" და "სენტ-ეტიენს" შორის 27 ივნისს, ხოლო ლიგის თასის ("ლიონი" - "პარი სენ-ჟერმენი") 11 ივლისს შედგება. კორონავირუსის პანდემიის გამო, საფრანგეთში საფეხბურთო სეზონი მარტის დასაწყისში შეწყდა. ქვეყნის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის თქმით, რესპუბლიკაში საგანგებო მდგომარეობა სულ მცირე 11 მაისამდე გასტანს.

სხვა სტატიები