საფრანგეთის ლიგა 1 გაუქმდა

რამდენიმე წუთის წინ გავრცელებული ინფორმაციით, საფრანგეთის ლიგა 1 გაუქმდა. აღნიშნულ ინფორმაციას Sportbible ავრცელებს. წყაროს მტკიცებით, საფრანგეთის პრემიერ მინისტრი უახლოეს მომავალში ოფიციალურ მოხსენებას გაავრცელებს.

ფრანგული საფეხბურთო კლუბების წარმომადგენლები იმედოვნებდნენ, რომ ვარჯიშებს მაისის თვეში განაახლებდნენ, ხოლო ჩემპიონატი ივნისში აღდგებოდა – უკანასკნელი ცნობების თანახმად, საფრანგეთში ყველა სახის სპორტული აქტივობა აგვისტომდე შეჩერებულია.

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისის გამო, საფრანგეთში სპორტული ღონისძიებები აგვისტომდე არ ჩატარდება. სეზონის გულშემატკივრების გარეშე გაგრძელების შესაძლებლობაც გამოირიცხა – რაც იმას ნიშნავს, რომ ლიგა 1-ისა და ლიგა 2-ის 2019/20 წლების სეზონი გაუქმდა. საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციისა და კლუბების წარმომადგენლები მომდევნო თვეში გამართავენ შეხვედრას, რათა გავარდნა/აღზევების, ჩემპიონისა და ევროტურნირებზე მოასპარეზე კლუბების საკითხი გადაწყდეს.

 

(255)

საფრანგეთის ლიგა 1 გაუქმდა

სტატიის ავტორი
-