საფრანგეთის ლიგა 1-ში სტადიონზე გულშემატკივრის დასწრების რეკორდი მოიხსნა

საფრანგეთის “ლიგა 1”-ში 2018-19 წლების სეზონი გამორჩეული აღმოჩნდა.

ტურნირზე გულშემატკივრის დასწრების რეკორდი მოიხსნა. სტადიონებზე თამაშებს საერთო ჯამში 8.67 მილიონი ადამიანი დაესწრო, რაც წინა სეზონის შემდეგ 1.5%-იანი ზრდაა. აღნიშნული ინფორმაცია საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ გაავრცელა.

გულშემატკივრების საშუალო რაოდენობა კი მატჩში 22 ათას 831 ადამიანს შეადგენდა. ეს მაჩვენებელიც 71%-დან 74%-მდეა გაზრდილი.

შეგახსენებთ, რომ “ლიგა 1”-ის 2018-19 წლების სეზონის ჩემპიონი “პსჟ” გახდა. გუნდმა 105 ბურთი გაიტანა და ევროპის წამყვან 5 ჩემპიონატში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.

(132)

საფრანგეთის ლიგა 1-ში სტადიონზე გულშემატკივრის დასწრების რეკორდი მოიხსნა

სტატიის ავტორი
-