Belive

საფრანგეთის მე-2 დივიზიონის მატჩში მეკარეების მწვრთნელმა ითამაშა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

საფრანგეთის ლიგა 2-ის 33-ე ტურში ,,შამბლიმ'' ,,ამიენს'' უმასპინძლა და 2-0 დაამარცხა. მატჩის პირველ ნახევარში მასპინძელთა მეკარემ, კსავიე პინოტომ ტრავმა მიიღო და თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო. პინოტოს მსგავსად, ტრავმა ,,შამბლის'' დანარჩენ სამ მეკარესაც აქვს, შესაბამისად, მეორე ტაიმის დაწყება გუნდის მეკარეების მწვრთნელს, ვენსან პლანტს მოუწია, რომელმაც კარიერა 4 წლის წინ დაასრულა. 40 წლის ფრანგმა კარი მშრალად შეინახა. ვენსან პლანტი კარიერის განმავლობაში ,,კანის'', ,,კაენის'', ,,სენტ ეტიენის'', ,,გენგამისა'' და ,,რედ სტარის'' ღირსებას იცავდა. მეკარის ანგარიშზე საფრანგეთის ლიგა 1-ში 110 მატჩია, ლიგა 2-ში - კი 118.



 

სხვა სტატიები