Belive

საფრანგეთის ნაკრების კიდევ ერთი წევრი კორონავირუსით დაინფიცირდა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საფრანგეთის ნაკრების მეკარეს სტივ მანდანდას კორონავირუსი დაუდასტურდა. მარსელის "ოლიმპიკის" გოლკიპერი ამჟამად ეროვნული გუნდის შეკრებაზე იმყოფება, სადაც COVID19-ზე ტესტი ჩაიტარა და დადებითი პასუხი მიიღო. უეფას დადგენილების თანახმად, "მამლების" მთელმა შემადგენლობამ PCR ტესტი ხელმეორედ ჩაიტარა, დადებითი პასუხი კი მხოლოდ 35 წლის კარის დარაჯმა მიიღო. ამრიგად, მანდანდა შვედეთისა და ხორვატიის ნაკრებების წინააღმდეგ ჩასატარებელ შეხვედრებში მონაწილეობას ვერ მიიღებს და შეკრებას უახლოეს პერიოდში დატოვებს. აქამდე, კორონავირუსით ინფიცირება საფრანგეთის ნაკრების ორ მოთამაშეს პოლ პოგბას და ტანგაი ნდომბელეს დაუდგინდათ.

სხვა სტატიები