Belive

საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ პსჟ-სთან გალტიეს კონტრაქტი არ დაამტკიცა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაცია ,,პარი სენ ჟერმენის'' ახალი მთავარი მწვრთნელის, კრისტოფ გალტიეს კონტრქტს არ ცნობს. ინფორმაციას L'Equipe ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ეს უეფას პრო-ლიცენზიასთან დაკავშირებული პრობლემებითაა გამოწვეული. სპეციალისტს უნდა დაედასტურებინა, რომ ლიცენზიას ფლობს, რაც ყოველ 3 წელიწადში ერთხელ უნდა გაკეთდეს. ახლა გალტიეს მოუწევს, რომ საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციას წერილობით მიმართოს, რათა რაც შეიძლება მალე შეასრულოს მოთხოვნები. როგორც L'Equipe წერს, საფრანგეთის სხვა კლუბების მწვრთნელებს შორის მსგავსი პრობლემა კიდევ ერთ სპეციალისტს, ,,სოშოს'' მთავარი მწვრთნელის ასისტენტს, ჟერომ მონიეს, შეექმნა. გალტიემ 5 ივლისს ,,პარი სენ ჟერმენთან'' 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და მაურისიო პოჩეტინო ჩაანაცვლა. რამდენიმე დღის წინ, პარიზულმა კლუბმა ახალ მწვრთნელთან ერთად საფრანგეთის სუპერთასი მოიგო.


სხვა სტატიები