Belive

საფრანგეთში შესაძლოა მშობლებს შვილისთვის გრიზმან მბაპეს დარქმევის უფლება არ მისცენ

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
სამხრეთ საფრანგეთში დაბადებული ბავშვი, რომელსაც მშობლებმა გრიზმან მბაპე დაარქვეს, საყოველთაო ყურადღების ქვეშ მოექცა: საქმე იმაშია, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვების მოპოვებით გახარებულმა წყვილმა გადაწყვიტა, ტრიუმფის ორი მთავარი შემოქმედის, ანტუან გრიზმანისა და კილიან მბაპეს საპატივცემულოდ, შვილისთვის გრიზმან მბაპე დაერქმია. თუმცა, მათი გადაწყვეტილება არ მოიწონა ქალაქის მთავრობამ, რომელსაც კანონის თანახმად, ბავშვის სახელის დარეგისტრირებაზე უარის თქმის უფლება გააჩნია. შედეგად კი, საქმე განსახილველად სასამართლოს გადაეცა. ფრანგული კანონმდებლობით, თუ მშობლების გადაწყვეტილება ბავშვის ინტერესებს ლახავს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგნელებს ახალშობილისთვის სახელის დარქმევის პროცესში მონაწილეობის უფლება აქვთ. მაგალითისთვის, 2015 წელს საფრანგეთის სასამართლომ მშობლებს საკუთარი შვილისთვის Nutella-ს დარქმევის უფლება არ მისცა, რადგან მიიჩნია, რომ ბავშვი მომავალში თანატოლებისგან დაცინვის ობიექტი გახდებოდა. საინტერესოა, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე და დართავს თუ არა მშობლებს ნებართვას, რომ საკუთარ შვილს გრიზმან მბაპე დაარქვან.

სხვა სტატიები