Belive

საფრანგეთის სპორტის მინისტრი აკრძალვებს აანონსებს

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
საფრანგეთის სპორტის მინისტრმა ამელი ოდეა-კასტერამ, Franceinfo-სთან განმარტა, რომ სპორტულ სამყაროს დიდი საზოგადოებრივი საქმის გაკეთება შეუძლია. დღეს ადამიანები დიდი რაოდენობით ენერგიას მოიხმარენ, რითაც დედამიწას ზიანს აყენებენ. უამრავი კამპანია არსებობს, რომლის ეგიდითაც საზოგადოებას ენერგიის დაზოგვისკენ მოუწოდებენ, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია. საჭიროა ორგანიზაციებისა თუ ავტორიტეტული წრეების საქმეში ჩართვა. სწორედ ასეთი ნაბიჯის გადადგმას აპირებს საფრანგეთის სპორტის სამინისტრო. მინისტრი ამელი ოდეა-კასტრო გეგმავს, რომ ღამის საათებში გასამართი მატჩები გააუქმოს, რითაც ენერგიის დიდ რაოდენობას დაზოგავს. აღსანიშნავია, რომ ეს იდეა მას ადრეც ჰქონდა, თუმცა გარკვეულ მიზეზთა გამო არ განხორციელდა. არ არის გამორიცხული, რომ ეს შეზღუდვა ძალაში ამ ზამთარშივე შევიდეს. სპორტის მინისტრს ენერგეტიკის მინისტრმაც გამოუცხადა მხარდაჭერა. აგნეს პანიერი მოსახლეობას ჰპირდება, რომ უახლოეს მომავალში გამოუშვებს განკარგულებას, რომლის თანახმადაც აიკრძალება განათებული სარეკლამო ბანერები. გარკვეული შეზღუდვები დაეკისრებათ მაღაზიებსაც. აკრძალვები არ შეეხება მხოლოდ აეროპორტებსა და მატარებლის სადგურებს. ეს ყველაფერი დიდ პრობლემებს შეუქმნის სპორტის ბევრ სახეობას. მაგალითად, ფეხბურთის ყველა შეხვედრა უნდა გაიმართოს დღის საათებში, რაც პრობლემებს გამოიწვევს ტელევიზიებსა და გუნდებს შორის, გარდა ამისა, სამუშაო დღეებში რთული იქნება დღის პირველ ნახევარში გულშემატკივრების სტადიონებზე მობილიზება. საინტერესოა როგორ განვითარდება მოვლენები?