Belive

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე 10 ხმა კილიან მბაპემ მიიღო

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 10 აპრილს გაიმართა, რაც იმას ნიშნავს, რომ დაახლოებით 49 მილიონ ადამიანს, საკუთარი ქვეყნის ლიდერის არჩევა, შემდგომი 5 წლის ვადით შეეძლო.
საფრანგეთის მოქმედი პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერი მარინ ლე პენი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში დაუპირისპირდნენ. 10 აპრილს არჩევნების პირველ ტურში 44 წლის მაკრონი ლიდერობდა ხმების 27,8%-ით. France24 წერს, რომ პროევროპელი მოქმედი პრეზიდენტი მიზნად ისახავს, გახდეს პირველი პრეზიდენტი ჟაკ შირაკის შემდეგ, რომელმაც ხელახალი არჩევნები მოიგო. ფრანგული პრესის ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნების მე-2 ტური ემანუელ მაკრონმა დიდი უპირატესობით მოიგო. მან ხმების 58,2 % დააგროვა. "L'Est Républicain"-ის ცნობით, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დროს, კილიან მბაპემ სოფელ ტალენეში 10 ხმა მიიღო. 

სხვა სტატიები