Belive

საფრანგეთში წლის საუკეთესო ფეხბურთელი დასახელდა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის "რეალის" თავდამსხმელი, კარიმ ბენზემა, წლის საუკეთესო, უცხოეთში მოთამაშე ფრანგ ფეხბურთელად დასახელდა. ბენზემას კონკურენციას ანტუან გრიზმანი ("ატლეტიკო"), პოლ პოგბა ("მანჩესტერ იუნაიტედი"), ნგოლო კანტე ("ჩელსი") და უგო ლორისი ("ტოტენჰემი") უწევდნენ. მიმდინარე სეზონში, 31 წლის ბენზემამ "რეალის" მაისურით 53 მატჩი ჩაატარა, სადაც მან 30 გოლის გატანა და 11 საგოლე პასის გაკეთება შეძლო.

სხვა სტატიები