Belive

საქართველო 0:0 პორტუგალია (U17)

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა ევროშესარჩევ ჯგუფში მეორე მატჩი ჩაატარა. გიორგი ჩიტაურის გუნდი მასპინძელ პორტუგალიას უგოლოდ დაშორდა - 0:0. მატჩის ყველაზე სახიფათო მომენტი სტუმრებს ჰქონდათ, როცა ლუკა გაგნიძემ ძელს მოარტყა ბურთი. ამგვარად, ჩვენს ნაკრებს 1 ქულა აქვს და ბოლო ტურში 19 ნოემბერს ხვდება ალბანეთს, რომელიც 0:2 დამარცხდა უკრაინასთან.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა: ხარატიშვილი, ზოსიაშვილი, ავალიანი, ხვადაგიანი, ჩხეტიანი, გ. მამაგეიშვილი, გვიშიანი, გაგნიძე, აბუაშვილი, ო. მამაგეიშვილი, უბილავა. შეცვლაზე შევიდნენ: დუნდუა, თურაზაშვილი, სიჭინავა.
წყარო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

სხვა სტატიები