Belive

საქართველო - ბელარუსი | ბილეთების ონლაინ გაყიდვა დაიწყო!

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
უეფას 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალის მატჩის, საქართველო - ბელარუსის, ბილეთების ონლაინ რეჟიმში გაყიდვა დღეს, 15 თებერვალს დაიწყო. ბილეთების ფიზიკური რეალიზაცია კი, დინამოზე არენას სალაროებში 22 თებერვლიდან დაიწყება. 23 თებერვალს, საქართველოს სუპერ თასის მატჩის დღეზე, მხოლოდ ერთი დღით, ბილეთების შეძენა, პარალელურად, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სალაროებშიც იქნება შესაძლებელი. გულშემატკივარს შეხვედრაზე დასასწრები ბილეთების შეძენა ინტერნეტის საშუალებით, TKT.ge-ზე შეეძლება. ბილეთის ფასი 51015 და 25 ლარია.
⚠︎ ერთ მომხმარებელს 4 ბილეთის შეძენა შეეძლება. შეზღუდვა ვრცელდება ბილეთის როგორც ონლაინ, ისე სალაროებში ყიდვის შემთხვევაში.
საქართველოსა და ბელარუსის ეროვნული გუნდების მატჩი 26 მარტს, 21:00 საათზე, „დინამო არენაზე“ შედგება.
⚠︎ გულშემატკივართა საყურადღებოდ: ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის საშინაო შეხვედრის ყველა ბილეთზე, მითითებულია კონკრეტული შესასვლელი - გთხოვთ, სტადიონზე მოსახვედრად გამოიყენოთ ბილეთზე მითითებული სტადიონის კარი.

წყარო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

სხვა სტატიები