Belive

საქართველო - ესპანეთი | ყველა ბილეთი გაყიდულია!

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოსა და ესპანეთს შორის, 28 მარტს გასამართი შეხვედრის ყველა ბილეთი გაყიდულია. გულშემატკივარმა გაყიდვების დაწყებიდან 9 საათზე ნაკლებში 15 000 ბილეთი შეიძინა. როგორც მოგეხსენებათ, რეგულაციები თანახმად, თამაშს გულშემატკივართა შეზღუდული რაოდენობა დაესწრება, რაც სტადიონის საერთო ტევადობის 30 პროცენტს მოიცავს. Covid 19-ის პანდემიის გამო ქვეყანაში არსებული რეგულაციებიდან გამომდინარე, შეხვედრაზე დასასწრები ყველა ბილეთის რეალიზაცია ონლაინ რეჟიმში მოხდა. საქართველოსა და ესპანეთს შორის გასამართ მატჩს "დინამო არენა" უმასპინძლებს. თამაში თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები