Belive

საქართველო FIFA-ს რეიტინგში დაწინაურდა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
25 ოქტომბერს FIFA-მ მსოფლიოს რეიტინგი განაახლა, სადაც საქართველოს საფეხბურთო ნაკრები 1 პოზიციით დაწინაურდა. კერძოდ, "ჯვაროსნებმა" 93-ე პოზიციიდან 92-ე პოზიციაზე გადაინაცვლეს. ასევე შეიცვალა მსოფლიოს რეიტინგის ლიდერი, მსოფლიოს ჩემპიონი საფრანგეთი ბელგიამ ჩაანაცვლა, ხოლო ფრანგებმა მეორე პოზიციაზე გადაინაცვლეს. შეგახსენებთ, რომ "ჯვაროსნებმა" (ქართველი ფეხბურთელების ზედმეტსახელი) ოქტომბრის თვეში ერთა ლიგის ეგიდით 2 მატჩი ჩაატარეს და ორივეში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს.

Live.ge გთავაზობთ განახლებული რეიტინგის პირველ 10-ეულს.

  1. ბელგია (1733.17)
  2. საფრანგეთი (1731.93)
  3. ბრაზილია (1669.07)
  4. ხორვატია (1635.25)
  5. ინგლისი (1619.24)
  6. ურუგვაი (1617.41)
  7. პორტუგალია (1616.09)
  8. შვეიცარია (1597.69)
  9. ესპანეთი (1593.64)
  10. დანია (1583.98)

სხვა სტატიები