Belive

საქართველო მაროკოსთან ამხანაგურ შეხვედრაში დამარცხდა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

​საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა 2022 წლის ბოლო შეხვედრა გამართა და 3:0 დამარცხდა.

ვილი სანიოლის გუნდის მოწინააღმდეგე მუნდიალის მონაწილე მაროკო იყო. აფრიკელებმა სათამაშო უპირატესობა მატჩის საწყის წუთებშივე მოიპოვეს. მე-5 წუთზე გიორგი მამარდაშვილის კარი ენ ნესირმა აიღო. რაც შეეხება მეორე გოლს, ამჯერად თავი ჰაკიმ ზიეჩმა გამოიჩინა, რომელმაც გოლი მოედნის ცენტრიდან გაიტანა. საბოლოო წერტილი მაროკოელებმა 72-ე წუთზე დასვეს, როცა ბუფალმა 11-მეტრიანი დარტყმა ზუსტად შეასრულა.

მაროკოს საფეხბურთ ნაკრებთან მარცხით ვილი სანიოლის გუნდმა 11-მატჩიანი წაუგებელი სერია დაასრულა, რომელიც საქართველოსთვის სარეკორდო მაჩვენებელი იყო.

შეგახსენებთ, რომ მაროკო ყატარში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე F ჯგუფში ხორვატიასთან, ბელგიასთან და კანადასთან ერთად იასპარეზებს. პირველ შეხვედრას აფრიკელები 23 ნოემბერს, ხორვატიის წინააღმდეგ, 14:00 საათზე გამართავენ.

სხვა სტატიები