Belive

საქართველო მიმდინარე ევროტურნირებზე გამომუშავებული თანხით TOP 10 ქვეყანაშია

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მიმდინარე ევროტურნირები ქართული გუნდებისთვის წინა წლებთან შედარებით საკმაოდ წარმატებული გამოდის. "ჩიხურამ" "ფოლა" გამოაგდო და შინ "აბერდინთან" ფრე ითამაშა, "საბურთალო" "არარატ-არმენიას" დამარცხების შემდეგ თითქმის პლეი-ოფშია გასული, "დინამო თბილისი" კი მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩს დღეს, როტერდამის "ფეიენოორდის" წინააღმდეგ გამართავს. ქართულმა კლუბებმა, გაუმჯობესებულ რეიტინგთან ერთად, ფინანსური კუთხითაც მნიშვნელოვანი სარგებელი ნახეს. წელს დაფიქსირებული შედეგებით გამომუშავებული თანხა 2 720 000 ევროს აღწევს, რითაც UEFA-ს 55 ქვეყანას შორის საქართველოს მე-9 ადგილი უკავია. პირველ პოზიციაზე უნგრელები არიან, რომლებიც ფეხბურთის მმართველი ორგანოსგან 3 400 000 ევროს მიიღებენ.  

სხვა სტატიები