Belive

საქართველო, სან მარინო და ლიხტენშტეინი - 3 ნაკრები, რომლებსაც ბოლო 9 წელში მოგება არ აქვთ

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე კოსოვოსთან 0:1 დამარცხდა. ვილი სანიოლის გუნდს B ჯგუფში ჩატარებული 4 მატჩის შემდეგ მხოლოდ 1 ქულა აქვს და ბოლო ადგილზეა. საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატების შესარჩევ ეტაპზე ბოლოს 2012 წლის 7 სექტემბერს, ბელარუსთან მოიგო. თემურ ქეცბაიას გუნდმა მაშინ თბილისში თორნიკე ოქრიაშვილის ერთადერთი გოლით მოიგო. ქართველი გულშემატკივრისთვის რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, ევროპაში ყველაზე ხანგრძლივი მოუგებელი სერია მსოფლიო ჩემპიონატების საკვალიფიკაციო ეტაპზე მხოლოდ 3 ნაკრებს აქვს: სან მარინოს, ლიხტენშტეინსა და საქართველოს. აღსანიშნავია, რომ ლიხტენშტეინის მოსახლეობა 38 378-ია, ხოლო სან მარინოს - 33 860. აღნიშნული ქვეყნების გარდა, მოგება არ აქვს გიბრალტარის ნაკრებსაც, თუმცა ის FIFA-ს წევრი 2016 წელს გახდა და შესარჩევ ეტაპზე ბევრი თამაში ჩატარებული არ აქვს.

სხვა სტატიები