“საქართველო ცინიკურად გვიყურებდა, შეცდომების გამო წავაგეთ” – როგორ ეხმაურება კოსოვოს პრესა მარცხს?

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეშვიდე ტურის შეხვედრაში, საქართველოს ნაკრებმა კოსოვოს სტუმრად, პრიშტინაში – 2:1 დაამარცხა. ვილი სანიოლისთვის სადებიუტო ოფიციალურ გამარჯვებაში, ხოლო უშუალოდ მუნდიალების საკვალიფიკაციო ეტაპზე 9-წლიანი პაუზის შემდეგ პირველ მოგებაში წვლილი გოლებით თორნიკე ოქრიაშვილმა და ზურიკო დავითაშვილმა შეიტანეს.

მატჩის დასრულების შემდეგ, კოსოვოური მედია შეხვედრას გამოეხმაურა და როგორც თავისი გუნდის, ისე მეტოქე ნაკრების თამაში შეაფასა.

ფადილ ვოკრის სტადიონზე გამართულ ბოლო ოფიციალურ მატჩში, საქართველოს წინააღმდეგ, კოსოვო დომინირებდა, მაგრამ საბოლოოდ დამარცხდა. მატჩი, რომელშიც საქართველო ცინიკურად იყო განწყობილი კოსოვოს წინაშე, რომელმაც ამ საღამოს მარცხი განიცადა მოედნის ყველა წერტილში.

კოსოვომ წააგო მატჩი, რომელშიც დომინირებდა, მაგრამ ორი შეცდომა დაუშვა”, – წერს კოსოვოური პრესა.

ანგარიში შეხვედრის მე-11 წუთზე თორნიკე ოქრიაშვილმა  გახსნა, ხოლო 82-ეზე გამარჯვების გოლი ზურიკო დავითაშვილმა გაიტანა

(1800)

“საქართველო ცინიკურად გვიყურებდა, შეცდომების გამო წავაგეთ” – როგორ ეხმაურება კოსოვოს პრესა მარცხს?

სტატიის ავტორი
-