Belive

საქართველო UEFA-ს საკლუბო რეიტინგში რამდენიმე პოზიციით დაწინაურდა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ქართული გუნდების წარმატებული ასპარეზობა მიმდინარე ევროტურნირებზე ქვეყნის ჩენპიონატის რეიტინგზეც აისახა. საქართველო, რომელიც UEFA-ს საკლუბო რეიტინგში 55 ქვეყნიდან 47-ე პოზიციაზე იყო, 2 ადგილით დაწინაურდა და 45-ე საფეხურზე გადაინაცვლა. 2019/20 წლების ევროტურნირებზე საჩხერის "ჩიხურას" 2 მოგებითა და 1 ფრით (მოგებაზე 0.250, ხოლო ფრეზე 0.125 ქულა), "დინამო თბილისის" 4 მოგებითა და "საბურთალოს" 2 გამარჯვებით, ეროვნულმა ჩემპიონატმა ესტონეთსა და ისლანდიას გაასწრო. 5.625 ქულით საქართველო 44-ე პოზიციაზე მყოფ მალტას მხოლოდ 1 მოგებით ჩამორჩება. ქართული გუნდების, წინა წლებთან შედარებით საკმაოდ კარგმა გამოსვლამ, პრე-საკვალიფიკაციო ეტაპსა და ევროპა ლიგაზე 1 გუნდის დაკარგვას აგვარიდა. "საბურთალო" და "დინამო თბილისი" ევროტურნირებზე ასპარეზობას კვლავ აგრძელებენ.

სხვა სტატიები