Belive

საქართველო ვიცე ჩემპიონია - ზამთრის თასი დასრულდა!

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ვეტერან ფეხბურთელთა გუნდმა ზამთრის თასის 2020 წლის გათამაშებაში ვიცე-ჩემპიონის წოდება მოიპოვა. ტურნირი განახლებული ფორმატითა და ადგილმდებარეობით ბათუმის სპორტის სასახლეში შედგა. ორდღიანი გათამაშების კულმინაცია ლეგენდათა ტურნირის ფინალი გამოდგა, სადაც უკრაინელმა ვეტერანებმა ქართველებს 1:0 აჯობეს. ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გეორგიუს კარაგუნისი გახდა. საუკეთესო მოთამაშედ ალექსანდრე იაშვილი აღიარეს, რჩეული მეკარის წოდება კი წილად უკრაინის ნაკრების კიპერს ხვდა. საქართველოს ნაკრებმა ტრადიციად ქცეულ ტურნირზე ჩემპიონის ტიტულის მოპოვება ოთხი შესაძლებლიდან ორჯერ მოახერხა, ერთხელ ნახევარფინალში დამარცხდა, ამჯერად კი მეორე ადგილს დასჯერდა

სხვა სტატიები