Belive

საქართველომ მეორე ეტაპი მასპინძელთან გამარჯვებით დაიწყო 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მსოფლიოს 2020 წლის ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა გამარჯვებით დაიწყო. პოლონეთში მიმდინარე ჯგუფურ ეტაპზე, პირველ ტურში ჩვენებმა მასპინძლებს - 3:2 სძლიეს. ქართველები პირველი ტაიმის შემდეგ მარცხდებოდნენ, თუმცა მეორე ნახევარში მეტოქეს 2 უპასუხო გოლი გაუტანეს და პირველი 3 ქულაც ჩაიწერეს. მთლიანობაში მსოფლიოს შესარჩევში საქართველომ ზედიზედ 4 შეხვედრა მოიგო - პირველ ეტაპზე ჩვენებმა სამივე მატჩში იმარჯვეს. ჯგუფის პარალელურ შეხვედრაში ფავორიტმა ესპანეთმა ფინეთს - 4:1 მოუგო. საქართველო: კუპატაძე, რონინიო, თალესი, სებისკვერაძე, ფუმასა. სათადარიგო შემადგენლობა: ბუკია, გიორგაია, თოფურია, კეკელია, თოდუა, ჯვარაშვილი, ჭუმბურიძე, კურტანიძე, ნიყვაშვილი. მთავარი მწვრთნელი: ავთანდილ ასათიანი. გოლები: 0:1 თალესი (8:12) 1:1 ლოპუჩი (11:56), 2:1 ზასტავნიკი (პ) (15:30), 2:2 ფუმასა (21:50) 2:3 თალესი (პ) (23:00). მეორე ტურში, საქართველოს ნაკრები 25 სექტემბერს, 19:00 საათზე ესპანეთს დაუპირისპირდება.

იხილეთ საქართველოს ნაკრების შესანიშნავი გოლი პოლონეთის კარში

სხვა სტატიები