საქართველომ ფიფას ლეგენდები დაამარცხა (ვიდეო)

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ზამთრის თასზე ფიფას ლეგენდების ნაკრები 11-6 დაამარცხა და ჯგუფიდან გავიდა სადაც ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა კახა კალაძემ 5 გოლის გატანა მოახერხა, ხოლო ალექსანდრე იაშვილის ანგარიშზე 5 გოლია. შეგახსენებთ, რომ ფიფას შემადგენლობაში ივიცა ოლიჩი, ნუნუ გომეში, ვლადიმირ შმიცერი და სხვა ვარსკვლავები ასპარეზობდნენ.

ფიფას ლეგენდები და უეფას გუნდი მეხუთე-მეექვსე ადგილებისთვის შეხვედრაში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.

(623)

სტატიის ავტორი
-