Belive

"საქართველომ ტექნიკურად და ფიზიკურად ჩვენზე უკეთ ითამაშა, თბილისში ძალიან გაგვიჭირდება" - რას წერენ მაკედონიელი გულშემატკივრები 

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
საქართველოს ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის C დივიზიონის მეოთხე ტურში, მთავარ მეტოქე ჩრდ. მაკედონიასთან ფრე – 1:1 ითამაშა. როგორც მოგეხსენებათ, ეს გუნდები თითქმის ერთ თვეში, ერთმანეთს კიდევ ერთხელ, თავის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრის ეგიდით დაუპირისპირდებიან და გამარჯვებული მეტოქე ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს. საინტერესოა, რა გამოხმაურება მოჰყვა მაკედონიელ გულშემატკივრებში გუნდების ბოლო დაპირისპირებებს და როგორია განწყობა 12 ნოემბერს გასამართი მატჩის წინ. აქ, ჩვენი მეტოქის გულშემატკივრების რამდენიმე კომენტარს შემოგთავაზებთ. "ბრავო, წასაგები მატჩიდან ქულა ავიღეთ. ამ შედეგით ბედნიერები უნდა ვიყოთ ... ალიოსკის ბრავო. სტოლე კი ფრთხილად უნდა იყოს და ზედმეტი ქაოსის შექმნას მოერიდოს"; "ეს რა იყო? ჩვენ საქართველოზე უფრო სუსტები ვართ? უინტერესობა თუ გადაღლა? ახლა ჩვენ გვჭირდება ორი გამარჯვება და უკეთესი ბურთების სხვაობის დაგროვება სომხეთთან ნეიტრალურ მოედანზე და ესტონეთთან სახლში. საქართველომ აჩვენა, რომ ტექნიკურად და ფიზიკური მონაცემებითაც კი, ჩვენზე უკეთესი გუნდია. ერთ თვეში, თბილისში ძალიან გაგვიჭირდება, ძალიან რთული მატჩი გველის";  "კოსტადინოვი - ძალიან სასიამოვნო სიურპრიზია, ალიოსკი - მებრძოლი, პანდევი - უმაღლესი კლასის კაპიტანი, ეს ის ფეხბურთელებია, რომლებმაც ამ მატჩში გაიბრწყინეს. დანარჩენები საშუალო დონეზე იყვნენ. მე ვეთანხმები მოსაზრებას, რომ ელმასის და ბარდის დანაკლისის გამო ვერ მოვიგეთ, მათთან ერთად ჩვენ დიდი პოტენციალი გვექნება"; "მაკედონიის თამაშში აშკარა ხარვეზები იგრძნობა, განსაკუთრებით კი შეტევაში. სხვა საკითხია ფსიქოლოგიური მომზადება. იციან თუ არა ფეხბურთელებმა რა ფასი აქვს გამარჯვებას თუ ისინი უბრალოდ, დინებას მიჰყვებიან. "ლესტერ სიტიმ" მოტივაციით მოიგო პრემიერლიგის ტიტული. წარმატებას გისურვებთ თბილისში, თუმცა ის გუნდი გაიმარჯვებს, რომელსაც ევროპის ჩემპიონატზე თამაშის მეტი სურვილი ექნება";  საქართველოსა და ჩრდ. მაკედონიის ეროვნული გუნდები ერთმანეთს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ მატჩში, 12 ნოემბერს, “დინამო არენაზე” დაუპირისპირდებიან. მატჩი 21:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები