Belive

როდის მოიგო საქართველოს ნაკრებმა უკანასკნელად ზედიზედ 2 ოფიციალური მატჩი?

5 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის ერთა ლიგის ეგიდით გამართული 2 ოფიციალური შეხვედრა წარმატებული გამოდგა - ჩვენმა გუნდმა ყაზახეთთან და ლატვიასთან გამართულ მატჩებში 6 ქულის აღება 3 გოლის გატანა და კარის მშრალად შენახვა მოახერხა. ნიშანდობლივია, რომ ზედიზედ 2 ოფიციალურ მატჩში გამარჯვება საქართველოს ნაკრებმა დიდი ხნის წინ, 2001 წელს მოახერხა - მაშინ ქართველებმა უნგრელებთან ანგარიშით 3:1, ხოლო ლიტვასთან კი 2:0 გაიმარჯვეს. 2001 წელს, ზედიზედ 2 მატჩში გამარჯვება კორეა-იაპონიის 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად საკმარისი არ გამოდგა - საქართველოს მეტოქეები მაშინ იტალია, რუმინეთი, ლიტვა და უნგრეთი იყვნენ, რომლებმაც ჯგუფში, შესაბამისად, 20 და 16 ქულა დააგროვეს, საქართველომ კი 10 ქულას მოუაყარა თავი. პირველ ორ მატჩში გამარჯვების შედეგად, საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე თამაშის ისტორიული შანსი მიეცა. მომდევნო მატჩში ვლადიმერ ვაისის შეგირდები უსუსტეს ანდორას მასპინძლობენ და დიდი ალბათობით, მორიგ 3 ქულას ჩაიწერენ აქტივში - ეს კი 2020 წლის ევროპის ჩემპიონატისკენ მნიშვნელოვანი გადადგმული ნაბიჯი იქნება. საქართველოს ნაკრები ანდორასთან მატჩს 13 ოქტომბერს, „დინამო არენაზე“ გამართავს. აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს ოფიციალურ მატჩში ზედიზედ 3 გამარჯვება არცერთხელ არ მოუპოვებია.

სხვა სტატიები