Belive

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები უახლოეს პერიოდში საწვრთნელ შეკრებას გამართავს. ქვეყნის ახალგაზრდული გუნდი 26 მაისს სასტუმრო მოხალისეში შეიკრიბება. 8-დღიანი შეკრება, 4 ივნისს დასრულდება. საწვრთნელ პროცესში მონაწილეობის მისაღებად, ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ - 23 ფეხბურთელი გამოიძახა.

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების შემადგენლობა მოახლოებული შეკრებისთვის ასეთია: 

მეკარეები: თორნიკე მეგრელიშვილი (საბურთალო), ლუკა ნანავა (კოლხეთი 1913) მცველები: ცოტნე კაპანაძე (თელავი), ბექა ბუიღლიშვილი (ლოკომოტივი თბილისი), ზურაბ ერაძე (სამტრედია), თორნიკე ჯანგიძე (დინამო თბილისი), ჯემალ-გიორგი ჯინჯოლავა (საბურთალო), ლევან ხარაბაძე (დინამო თბილისი), გიორგი გოჩოლეიშვილი (საბურთალო), მათე ტერელაძე (ვიტ ჯორჯია), გიორგი ქველაძე (ლოკომოტივი თბილისი). ნახევარმცველები: ანზორ მექვაბიშვილი (დინამო თბილისი), ბექა დარცმელია (ლოკომოტივი თბილისი), შოთა ნონიკაშვილი (საბურთალო), რევაზ ინჯგია (თელავი), ანატოლი მესიაჩენკო (სამტრედია), გიორგი მოისწრაფიშვილი (დინამო თბილისი), თამაზ შარვაშიძე (ტორპედო ქუთაისი), ბექა ვერულიძე (შუქურა), გიორგი ლომთაძე (სამტრედია). თავდამსხმელები: გიორგი იაკობიძე (ლოკომოტივი თბილისი), შოთა შეყილაძე (თელავი). საწვრთნელ შეკრებაში მონაწილეობას მხოლოდ საქართველოს ფარგლებში მყოფი ფეხბურთელები მიიღებენ, სწორედ ამიტომ გუნდში ლეგიონერები არ არიან. წყარო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია.

სხვა სტატიები