საქართველოს ჩემპიონი ნიკე ტვენტესთან 0:9 დამარცხდა

ქალთა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ჩემპიონი “ნიკე” “ტვენტესთან” 0:9 განადგურდა. დაპირისპირება ნიდერლანდებში გაიმართა.

ქართველმა ფეხბურთელებმა პირველი გოლი მე-13 წუთზე გაუშვეს, პირველ ტაიმში კი გივი კვარაცხელიას გუნდმა კიდევ 4 გოლი მიიღო.

საერთო ჯამში “ტვენტემ” “ნიკეს” კარის მიმართულებით 47-ჯერ, კარში კი – 19-ჯერ დაარტყა. საქართველოს ჩემპიონს 90 წუთში არც ერთი მცდელობა არ ჰქონია.

ამ მარცხით “ნიკემ” ჩემპიონთა ლიგაზე გამოსვლა დაასრულა, “ტვენტემ” კი შესარჩევი ეტაპის ნახევარფინალში გადაინაცვლა.

საქართველოს ჩემპიონი ნიკე ტვენტესთან 0:9 დამარცხდა

სტატიის ავტორი
-