Belive

ჩემპიონთა ლიგაზე გატანილი გოლებით, ბენზემა რაულს 1 გოლით ჩამორჩება

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში, "რეალმა" "ატალანტა" ანგარიშით 3:1 დაამარცხა და მეოთხედფინალში გადაინაცვლა. მატჩის დასაწყისში, კარიმ ბენზემამ ლუკა მოდრიჩის პასით ისარგებლა და მეტოქის კარი ზუსტი დარტყმით აიღო. ბენზემასთვის, ეს გოლი ჩემპიონთა ლიგაზე 70-ე აღმოჩნდა - ფრანგი გახდა მეხუთე ფეხბურთელი ისტორიაში, რომელმაც 70-გოლიანი ბარიერი გადალახა. ამ შედეგით, ბენზემა მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუს (134). ლიონელ მესის (120), რობერტ ლევანდოვსკისა (72) და რაულს (71) ჩამორჩება. პირველად ბენზემამ ჩემპიონთა ლიგაზე 2004/05 წლების სეზონში, "ლიონის" მაისურით ითამაშა. იმ პერიოდში, ბენზემა მზარდ ტალანტად ითვლებოდა, თუმცა ცოტა თუ იფიქრებდა იმაზე, რომ ახალგაზრდა ფორვარდი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში უმნიშვნელოვანეს კლავს დატოვებდა - გეტყვით, რომ ბენზემას აღნიშნულ ტურნირზე გოლი ზედიზედ 16 სეზონის განმავლობაში გააქვს. ასევე, ფრანგ ფორვარს ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირი 4-ჯერ აქვს მოგებული. მიმდინარე სეზონში, ბენზემას ანგარიშზე 21 გოლია - მისმა შედეგიანობამ მნიშვნელოვნად მოიმატა მას შემდეგ, რაც გუნდიდან კრიშტიანუ რონალდუ წავიდა - პორტუგალიელის "იუვენტუსში" გადაბარგების შემდეგ (2018), ფრანგის ანგარიშზე 78 გოლია.

სხვა სტატიები