Belive

საქართველოს ეროვნული ნაკრები სამ საშინაო შეხვედრას ბათუმში გამართავს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ფიფას 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო სამ საშინაო შეხვედრას საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ბათუმში გამართავს.

საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი ბათუმი არენაზე:

2 სექტემბერი საქართველო - კოსოვო 9 ოქტომბერი საქართველო - საბერძნეთი 11 ნოემბერი საქართველო - შვედეთი

შეგახსენებთ, რომ ბათუმის ახალი სტადიონი ოფიციალურად 2020 წელს გაიხსნა.  უეფას IV კატეგორიის საფეხბურთო არენა 20 000 მაყურებელზეა გათვლილი. მიმინარე წლის ოფიციალურ მატჩებამდე, ვილი სანიოლის გუნდი ორ ამხანაგურ შეხვედრას სტუმრად ჩაატარებს. 2 ივნისს, ქალაქ პლოიეშტის სტადიონზე ჩვენი გუნდი რუმინეთს დაუპირისპირდება. 8 ივნისს კი, ქალაქ ენსხედეში ნიდერლანდებსა და საქართველოს  შორის ამხაგანური მატჩი შედგება.

ამხანაგური მატჩები

2 ივნისი  რუმინეთი - საქართველო 6 ივნისი ნიდერლანდები - საქართველო

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი 2 სექტემბერი საქართველო - კოსოვო 5 სექტემბერი ესპანეთი - საქართველო 9 ოქტომბერი საქართველო - საბერძნეთი 12 ოქტომბერი კოსოვო - საქართველო 11 ნოემბერი საქართველო - შვედეთი  

სხვა სტატიები