Belive

ხორვატიის დამარცხებისას საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მეტოქეზე 10-ჯერ იაფი იყო

4 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
2011 წლის 26 მარტს "დინამო არენაზე" საქართველოს ნაკრებმა ქვეყნის დამოუკიდებელი არსებობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული გამარჯვება მოიპოვა. თემურ ქეცბაიას გაწვრთნილმა გუნდმა ლევან კობიაშვილის გოლით ხორვატია 1:0 დაამარცხა. სტუმართა შემადგენლობაში აღნიშნული მატჩში ბევრმა საინტერესო და კარმა ფეხბურთელმა მიიღო მონაწილეობა. საინტერესოა, რა იყო საქართველოს იმ გუნდის სასტარტო შემადგენლობის სატრანსფერო ღირებულება, რომელმაც 9 წლის წინ ხორვატია დაამარცხა. Transfermarkt-ის მონაცემების თანახმად, ქართველთა შორის მოედანზე ყველაძე ძვირადღირებული ფეხბურთელი "მილანის" მცველი, ალექსანდრე ამისულაშვილი (2.5 მილიონი ევრო) იყო, მთლიანი შემადგენლობის კი -  11.1 მილიონ ევროს შეადგენდა. მეკარე: ნუკრი რევიშვილი - 800 ათასი ევრო მცველები: კახა კალაძე - 1.7 მილიონი ევრო, ლაშა სალუქვაძე - 1 მილიონი ევრო, ალექსანდრე ამისულაშვილი - 2.5 მილიონი ევრო, აკაკი ხუბუტია - 400 ათასი ევრო, ზურაბ ხიზანიშვილი - 750 ათასი ევრო ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა - 500 ათასი ევრო, ლევან კობიაშვილი - 1.25 მილიონი ევრო, მურთაზ დაუშვილი - 550 ათასი ევრო თავდამსხმელები: ვლადიმერ დვალიშვილი - 1.2 მილიონი ევრო, ალექსანდრე იაშვილი - 700 ათასი ევრო შედარებისთვის, ხორვატიის ძირითადი თერთმეტეულის ღირებულება მაშინ 105 მილიონ ევროს შეადგენდა, რაც ქართველებთან შედარებით თითქმის 10-ჯერ ძვირია.

სხვა სტატიები