Belive

"საქართველოს კარგი ფეხბურთელები ჰყავს, მათ სუსტ გუნდს ვერ ვუწოდებთ" - რუმინელთა გოლის ავტორი მარცხის შემდეგ კომენტარს აკეთებს 

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ნაკრებთან მარცხის (1:2) შემდეგ, რუმინეთის ეროვნული გუნდის შემტევმა, ანდრეი ივანმა, რომელმაც თავისი გუნდის მხრიდან ერთადერთი გოლის გატანა მოახერხა, შეხვედრა შეაფასა და მეტოქის ძალებზეც ისაუბრა.
"საქართველოს ძალიან კარგი მოთამაშეები ჰყავს. ვერ გეტყვით, რომ საქართველო სუსტი გუნდია, მათ ნამდვილად ძალიან კარგი ფეხბურთელები ჰყავთ, მათი თამაშის ჩანაწერს ვუყურეთ. ძალიან გაღიზიანებული ვარ, რომ ვერ მოვიგეთ, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი გუნდის თამაშის ხარისხით კმაყოფილი ვარ. მომწონს ის სტილი, როგორც ვთამაშობთ. პირადად მე, ჩემი თამაშით სიამოვნება მივიღე. ლიგა 1-შიც კარგი სეზონი მქონდა და ახლა მსურს, რომ ნაკრებს შემდეგ შეხვედრაში წარმატების მიღწევაში დავეხმარო. ინგლისთან წავალთ და მოსაგებად ვითამაშებთ", - თქვა ანდრეი ივანმა, რომელმაც ლაზარე კუპატაძის კარი შეხვედრის 78-ე წუთზე აიღო და ერთი ბურთის გაქვითვა მოახერხა.
ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდი შემდეგ შეხვედრას 6 ივნისს, კვლავაც ამხანაგურად, ნიდერლანდების წინააღმდეგ გამართავს. საქართველოს ნაკრები შემდეგ შეხვედრას 6 ივნისს, კვლავაც ამხანაგურად, ნიდერლანდების წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები