Belive

საქართველოს მასტერ ლიგის ნაკრები უკრაინაში გასამართ საერთაშორისო ტურნირზე გაემგზავრა

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
27 მაისს, საქართველოს მასტერ ლიგის ნაკრები უკრაინაში გასამართ საერთაშორისო ტურნირზე გაემგზავრა, სადაც პირველ ოფიციალურ შეხვედრაში 28 მაისს, უკრაინის ნაკრებს დაუპირისპირდება. უკრაინის შემდეგ, საქართველოს მასტერ ლიგის ნაკრები რუმინეთსა (29 მაისი) და მოლდოვას (30 მაისი) დაუპირისპირდება. საქართველოს ნაკრები მასტერ ლიგაში მოასპარეზე სხვადასხვა გუნდების საუკეთესო ფეხბურთელებისგან დაკომპლექტდა.
444

უკრაინაში გასამართ ტურნირთან დაკავშირებით, Live.ge 7x7-ზე ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტ, აკაკი ხლაბუსტოვს დაუკავშირდა.
"მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მასტერ ლიგის ნაკრებს მოსამზადებლად დიდი დრო არ ჰქონია (1 თვეზე ნაკლები) ამ მოკლე დროში შევძელით და შევარჩიეთ ის ოპტიმალური შემადგენლობა, რომელიც ამ ეტაპზე საუკეთესო სპორტულ ფორმაში იმყოფება. გუნდში კარგი განწყობაა და თითოეული ფეხბურთელი სრული მობილიზებითა და პასუხისმგებლობით ემზადება პირველი თამაშისთვის. ჩვენთვის ეს ტურნირი ძალიან მნიშვნელოვანია, აქამდე არ გვქონია შესაძლებლობა მსგავს ჩემპიონატში მიგვეღო მონაწილეობა, რადგან ასოციაცია სულ 2 წელია რაც დაფუძნდა. აღსანიშნავია ისიც, რომ სამივე მოწინააღმდეგეს აქვს საერთაშორისო ტურნირებზე (მსოფლიო თასი, ევროპის თასი და.ა.შ) მონაწილეობის გამოცდილება, შესაბამისად აღნიშნული ტურნირი დაგვანახებს რამდენად სწორად ვუყურებთ საკითხს და როგორ უნდა განვვითარდეთ სამომავლოდ", - აღნიშნა აკაკი ხლაბუსტოვმა.

სხვა სტატიები