Belive

საქართველოს ნაკრები ამხანაგურ შეხვედრას რუმინეთთან გამართავს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 2021 წლის 2 ივნისს  საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. საქართველოსა და რუმინეთის ფეხბურთის ფედერაციებს შორის მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა, რომ ქვეყნის საფეხბურთო ნაკრებებს შორის ამხანაგური თამაში შედგება. მატჩი რუმინეთში ჩატარდება, შეხვედრის მასპინძელი სტადიონი და თამაშის დაწყების დრო მოგვიანებით გახდება ცნობილი. შეგახსენებთ, რომ რუმინეთთან მატჩამდე ჩვენი ნაკრები მიმდინარე წლის მარტში 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის სამ შეხვედრას გამართავს. "ჯვაროსნები" 25 მარტს შვედებს ესტუმრებიან, 3 დღეში ესპანეთს მიიღებენ, 31 მარტს კი საბერძნეთთან გასვლაზე ითამაშებენ. წყარო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

სხვა სტატიები