Belive

საქართველოს ნაკრები ფიფას რეიტინგში დაწინაურდა 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
17 სექტემბერს ფიფას მსოფლიო რეიტინგი განახლდა. საქართველოს ნაკრებს აქ პატარა პროგრესი აქვს. "ჯვაროსნები" მსოფლიო რეიტინგში 2 პოზიციით დაწინაურდნენ და 89-ე ადგილს იკავებენ. სექტემბრის თვეში ეროვნულმა გუნდმა ერთა ლიგის C დივიზიონში გამოსვლა დაიწყო და ჯერ ესტონეთი - 1:0 დაამარცხა, შემდეგ კი ჩრდილოეთ მაკედონიასთან ფრე - 1:1 ითამაშა. რაც შეეხება D ლიგის ნახევარფინალში ჩვენს მეტოქეს, ბელარუსი 87-ე პოზიციას იკავებს. პოტენციური მეტოქეები კოსოვოს და მაკედონიის ნაკრებები, შესაბამისად 116-ე და 66-ე პოზიციებს იკავებენ.

სხვა სტატიები