Belive

საქართველოს ნაკრები ფიფას რეიტინგში ორი საფეხურით დაქვეითდა 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მარტის სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ, მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ მსოფლიოს განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა. საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა, რომლის აქტივშიც 1267 ქულაა, ფიფა/კოკა-კოლას რეიტინგში 2 საფეხურით დაბლა დაიხია და 89-ეს ნაცვლად, უკვე 91-ე ადგილს იკავებს. მარტის თვეში, "ჯვაროსნებმა" მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ეგიდით 3 შეხვედრა ჩაატარეს: შვედეთთან (0:1), ესპანეთთან (1:2) და საბერძნეთთან (1:1). სამი ტურის შემდეგ დაგროვილი 1 ქულით საქართველოს ეროვნული გუნდი B ჯგუფში მეოთხე პოზიციას იკავებს. რაც შეეხება ჯგუფურ ეტაპზე ჩვენს მეტოქეებს, მათი პოზიცია სატურნირო ცხრილში ასეთია: ესპანეთი - 6 შვედეთი - 18 საბერძნეთი - 51 კოსოვო - 120 მსოფლიოს სანაკრებო რეიტინგის პირველი ათეული ასე გამოიყურება:
შემდეგ შეხვედრას ვილი სანიოლის გუნდი 2 ივნისს, რუმინეთთან, სტუმრად, ამხანაგური მატჩის ეგიდით ჩაატარებს, 6-ში კი ნიდერლანდების ეროვნულ გუნდს ესტუმრება.

სხვა სტატიები