Belive

საქართველოს ნაკრების ძირითადი შემადგენლობა კოსოვოს წინააღმდეგ ცნობილია 

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლოსწინა, მეშვიდე ტურის შეხვედრაში, საქართველოს ნაკრები კოსოვოს სტუმრად, პრიშტინაში დაუპირისპირდება. მატჩის დაწყებამდე 1 საათით ადრე ცნობილია საქართველოს ეროვნული გუნდის ძირითადი შემადგენლობა, "ჯვაროსნების" სასტარტო თერთმეტეული ასე გამოიყურება: საქართველო: გიორგი ლორია - ოთარ კაკაბაძე, გურამ კაშია (კ), ლაშა დვალი, გურამ გიორბელიძე - ნიკა კვეკვესკირი, ვაკო გვილია - გიორგი წიტაიშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია - საბა ლობჟანიძე. განლაგება: 4-2-3-1. მატჩი 12 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

სხვა სტატიები