Belive

საქართველოს ნაკრების მომდევნო მატჩებს ბათუმის სტადიონი უმასპინძლებს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
როგორც ჩანს, ბათუმის ახალი სტადიონი საფეხბურთო მატჩით სულ მალე გაიხსნება. UEFA-ს ოფიციალური ვებ-გვერდის თანახმად, საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის C ჯგუფში დარჩენილ 2 საშინაო თამაშს სწორედ აჭარაში გამართავს. 15 ნოემბერს, ვლადიმირ ვაისის გუნდი "ბათუმი არენაზე" სომხეთის ნაკრებს მიიღებს, 3 დღეში კი "ჯვაროსნები" იმავე სტადიონზე ესტონეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდებიან. შეგახსენებთ, რომ აჭარაში არსებული რთული ეპიდემიოლოგური ვითარებიდან გამომდინარე, ახალი სტადიონის გახსნა ჯერჯერობით ვერ მოხერხდა.

Live.Ge-ის სიუჟეტი "ბათუმი არენას" შესახებ:

ბათუმის ახალი სტადიონი

🇬🇪 🏟 საქართველოს, ბათუმის ახალი სტადიონის სახით კიდევ ერთი შესანიშნავი არენა შეემატება! 🎥 Live.ge-ს გადამღები ჯგუფი ბათუმს ეწვია, დასკვნით სამუშაოებს გაეცნო და ახალი არენის შესახებ მრავალი საინტერესო და უცნობი დეტალი გაარკვია! იხილეთ ჩვენს მიერ მომზადებული სიუჟეტი ვრცლად 👇Posted by Live.ge on ხუთშაბათი, 16 ივლისი, 2020

 

სხვა სტატიები