Belive

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი მანქანას ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მართავდა - მას მართვის მოწმობა ჩამოართვეს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
პოლონური მედიის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს ნიკა კვეკვესკირს პოლიციამ მართვის მოწმობა ჩამოართვა. "ლეხის" ნახევარმცველი პოლონეთში ავტოსაგზაო შემთხვევაში მოჰყვა. როგორც ცნობილია, ნიკა მანქანას ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მართავდა, მან კი დამუხრუჭება ვერ მოახერხა და წინ გაჩერებულ ავტომობილს დაეჯახა. აღნიშნული ფაქტიდან რამდენიმე დღეში კვეკვესკირი საქართველოს ეროვნული ნაკრების შეკრებაზე გამოცხადდა. გუშინ მას საბერძნეთთან წაგებულ (0:2) მატჩში არ უთამაშია. მომხდარზე ოფიციალური კომენტარი გააკეთა "ლეხმა": "კვეკვესკირს სურს, რომ მომხდარის გამო ბოდიში მოიხადოს. ის მზადაა შესაბამისი სასჯელის მისაღებად."

სხვა სტატიები