Belive

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
სექტემბრის მატჩებამდე საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს ოთარ კიტეიშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ავსტრიული საიტი - sturmnetz.at ავრცელებს. ცნობილია, რომ ქართველ ნახევარმცველთან ერთად COVID 19-ით "შტურმის" კიდევ 1 ფეხბურთელი დაინფიცირდა. თავდაპირველად შევიტყვეთ, რომ ოთარს ტრავმა ჰქონდა და საქართველოს ნაკრების შეკრებაზე სწორედ ამიტომ ვერ ჩამოდიოდა. როგორც აღმოჩნდა, ნამდვილი მიზეზი კორონავირუსია. გრაცის "შტურმის" მთავარი მწვრთნელის განცხადებით, ორივე მოთამაშე თავს კარგად გრძნობს.  

სხვა სტატიები