Belive

საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი კარიერას 27 წლის ასაკში ასრულებს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი, ლუკას ჰუფნაგელი კარიერას ასრულებს. 27 წლის ნახევარმცველი ამჟამინდელ გუნდ "უნტერჰახინგთან" კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, მიმდინარე 1 ივლისს, ფეხბურთიდან წავა. ამის მიზეზი ქრონიკული ტრავმებია, რომელიც ლუკასს დიდი ხანია აწუხებს. ჰუფნაგელს, რომელიც მიუნხენშია დაბადებული, გერმანიისა და საქართველოს მოქალაქეობა აქვს. ლუკასს ეროვნულ გუნდში დებიუტი 2015 წელს, კახაბერ ცხადაძის მწვრთნელობისას ჰქონდა. მან ესტონეთთან 0:3 წაგებულ ამხანაგურ მატჩში მოედანზე 30 წუთი გაატარა, 2 წლის შემდეგ კი სერბეთთან, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ შეხვედრაში ვლადიმირ ვაისმა 4 წუთით ათამაშა.