Belive

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მაკედონიასთან მატჩში ცნობილია

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

უეფას ერთა ლიგის 2022/23 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის ბოლოსწინა მატჩში, საქართველოს ნაკრები ჩრდ. მაკედონიის ეროვნულ გუნდს ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” უმასპინძლებს.

მატჩის დაწყებამდე 1 საათით ადრე ცნობილია საქართველოს ნაკრების ძირითადი შემადგენლობა რომელიც შემდეგნაირია:

საქართველო: გიორგი მამარდაშვილი, გურამ კაშია, სოლომონ კვერკველია, დავით ხოჭოლავა, გიორგი წიტაიშვილი, ნიკა კვეკვესკირი, გიორგი აბურჯანია, ოთარ კაკაბაძე, ხვიჩა კვარაცხელია, ზურიკო დავითაშვილი, ბუდუ ზივზივაძე.

მთავარი მწვრთნელი: ვილი სანიოლი.

საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებების შეხვედრა 23 სექტემბერს გაიმართება და თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. ჩვენი გუნდი სულ მცირე ქულის მოპოვების შემთხვევაშიც კი უეფას ერთა ლიგის B დივიზიონის და ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალის საგზურს მოიპოვებს.

სხვა სტატიები