Belive

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია!

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ამ წუთებში ცნობილი გახდა საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ლატვიასთან გასამართი მატჩის წინ. ვლადიმერ ვაისის მიერ შერჩეული თერთმეტეული ასე გამოიყურება: ლორია, კაკაბაძე, კაშია, კვერკველია, კვეკვესკირი, კანკავა, ყაზაიშვილი, ოქრიაშვილი, ჩაკვეტაძე, კაჭარავა, ნავალოვსკი. (დალაგებულია ნომრების მიხედვით). შეგახსენებთ, დღეს 20:00 საათზე, საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მეორე ტურის მატჩში ლატვიის ნაკრებს დაუპირისპირდება. პირველი ტურის შემდეგ ჩვენ ნაკრებს სამი ქულა აქვს, რამეთუ გასვლაზე მათ ყაზახეთის ნაკრები, ანგარიშით 0:2 დაამარცხეს. Live.ge-ს სახელით წარმატებებს ვუსურვებთ ბიჭებს.

სხვა სტატიები