Belive

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი თავისუფალი აგენტი გახდა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი, ელგუჯა ლობჯანიძე თავისუფალი აგენტი გახდა. ყაზახური მედიის ინფორმაციით, ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი "ტობოლი" სამმა ფეხბურთელმა დატოვა, საიდანაც ერთ-ერთი სწორედ 29 წლის ქართველია. საქართველოს ეროვნულ გუნდში 10 მატჩის ჩამტარებელ ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი ამოეწურა და თავისუფალი აგენტი გახდა. ლობჯანიძე ყაზახეთში 2019 წლის შემდეგ თამაშობს და სამი სხვადასხვა გუნდის მაისური მოირგო, ყველაზე წარმატებული კი "ტობოლში" გატარებული 2021 წლის სეზონი გამოდგა, როცა ქვეყნის ჩემპიონობა და სუპერთასი მოიგო.

სხვა სტატიები