საქართველოს ნაკრების წევრებს კარანტინში ყოფნა მოუწევთ

კორონავირუსი 26 მარტს, ბელარუსთან გასამართ ისტორიულ მატჩს საფრთხეს უქმნის.

არსებობს შანსი, რომ ევროპულ გუნდებში მოთამაშე ქართველმა ფეხბურთელებმა ქვეყანაში ჩამოსვლა ვერ მოახერხონ.

ცოტა ხნის წინ, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ აქამდე არსებულ 4 ქვეყანას, კიდევ 4 დაემატა და იქედან შემოსული მგზავრებისთვის საზღვარზე შემოწმების შემდეგ კარანტინი ან თვითიზოლაცია სავალდებულო გახდა. ესენია: საფრანგეთი, ავსტრია, ესპანეთი, გერმანია.

აქედან გამომდინარე, ავსტრიულ “შტურმის” ნახევარმცველს, ოთარ კიტეიშვილსა და ესპანურ “სარაგოსას” ვინგერს, გიორგი პაპუნაშვილს 14 დღიან კარანტინში ყოფნა მოუწევთ. შესაბამისად, ორივე მათგანი ბელარუსთან შეხვედრას ვერ ჩაატარებს.

კიტეიშვილისა და პაპუნაშვილის გარდა, შესაძლოა, საქართველოში დაბრუნებისას სხვა ქართველ ფეხბურთელებიც მოხვდნენ ჩამოთვლილ 4 ქვეყანაში.

ქართული მხარე ითხოვს, რომ საქართველო-ბელარუსი გადაიდოს. UEFA აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს.

(2638)

საქართველოს ნაკრების წევრებს კარანტინში ყოფნა მოუწევთ

სტატიის ავტორი
-