Belive

საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის D დივიზიონის რეკორდი მოხსნა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
19 ნოემბერს, "დინამო არენაზე" ერთა ლიგის D დივიზიონის მატჩი შედგა, სადაც საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ყაზახეთის ნაკრებს უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. საქართველოს ნაკრებმა დასწრების მხრივ რეკორდი მოხსნა. "დინამო არენაზე" ყაზახეთთან მატჩს 52 214 გულშემატკივარი დაესწრო. ერთა ლიგის ეგიდით, B; C და D დივიზიონებში ეს მაჩვენებელი სარეკორდოა. ჩვენზე უკეთესი შედეგი მხოლოდ A დივიზიონში მოასპარეზე გრანდებს ჰქონდათ.

სხვა სტატიები